თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალი მოკლეს.
როგორც ipn წერს, სავარაუდო დამნაშავე მოკლულის მეზობელია, რომელსაც, სავარაუდოდ, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. გავრცელებული ცნობით, მან გაქცევა მოახერხა. ამ დროისთვის პოლიცია სამძებრო ღონისძიებებს ატარებს.
გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.