ირანში მყოფმა შეერთებული შტატებისა და ვაშინგტონის მოკავშირე ქვეყნების მოქალაქეებმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ქვეყანა.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 13 იანვარს დეტროიტში, Ford-ის საავტომობილო ქარხანაში ვიზიტის დროს განაცხადა.
„მე ვიტყოდი, რომ [ირანის] დატოვება ცუდი იდეა არ არის“, - თქვა მან, როდესაც აშშ-ის მოქალაქეების მიერ ირანის დატოვების აუცილებლობაზე დაუსვეს შეკითხვა. იუწყება CNN.
ტრამპმა ასევე კომენტარი გააკეთა ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რაოდენობაზე.
„ზუსტი რიცხვის მოყვანა არავის შეუძლია. ... მესმის ციფრების შესახებ [რომ] ბევრი გარდაცვლილი იყო. ... ამას [დაღუპულთა ზუსტ რაოდენობას[ ალბათ მომდევნო 24 საათის განმავლობაში გავიგებთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, ტრამპმა არ განმარტა თავისი ბოლო განცხადება, რომ ირანში მომიტინგეების დახმარება გზაშია. მან ასევე არ დააკონკრეტა, თუ რას გულისხმობდა ამ დახმარებაში.
„თქვენ თვითონ უნდა გაარკვიოთ“, - უპასუხა მან ჟურნალისტების შეკითხვას.