უკვე მეოთხე დღეა, საქართველოს დედაქალაქში, ირანის საელჩოსთან აქციები იმართება. საქართველოში მყოფი ირანელები ირანში დაწყებულ საპროტესტო აქციებს მხარდაჭერას უცხადებენ.
შეგახსენებთ, Iran International საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ 8-9 იანვარს, ირანში მიმდინარე აქციებზე სულ მცირე 12 000 ადამიანი დაიღუპა. პარალელურად, Reuters იუწყება, რომ ირანელმა მაღალჩინოსანმა მათთან საუბარში განაცხადა, რომ საპროტესტო აქციების შედეგად დაღუპულთა რაიდენობა2 000-ს აღწევს.
ირანში დემონსტრაციები, სამი კვირაა გრძელდება. თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მასშტაბური გამოსვლები ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და ინფლაციის ფონზე დაიწყო, რამაც ქვეყანაში ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.
ფოტო: ნეტგაზეთი