13 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6969 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.02 თეთრით გაუფასურდა.
ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.36 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1467 ლარი გახდა.
გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 0.29 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.6335 ლარი გახდა.
ერთი ლირას კურსმა 6.25 თეთრი შეადგინა.