უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ირანში მიმდინარე მასობრივ საპროტესტო აქციებს ეხმიანება და მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, დაეხმარონ ირანელებს ქვეყნის მთავრობის შეცვლაში. ამის შესახებ ზელენსკი Х-ზე წერს.
„ის, რაც ახლა ირანში ხდება - მასშტაბური საპროტესტო აქციები, ფაქტობრივად აჯანყება - ნათელი ნიშანია იმისა, რომ რუსეთისთვის სიტუაცია არ გამარტივდება. ამ პლანეტაზე ყველა წესიერ ადამიანს ნამდვილად სურს, რომ ირანელი ხალხი საბოლოოდ გათავისუფლდეს ამჟამინდელი რეჟიმისგან, რომელმაც ამდენი ბოროტება მოუტანა უკრაინას და სხვა ქვეყნებს. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ ხელიდან არ გაუშვას ეს მომენტი, როდესაც ცვლილებები შესაძლებელია. ყველა ლიდერი, ყველა ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია ახლავე უნდა ჩაერიოს და დაეხმაროს ხალხს იმ ადამიანების მოშორებაში, ვინც დამნაშავეა იმაში, რაც სამწუხაროდ ირანი გახდა“, - წერს ზელენსკი.