აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ მან ნატო გადაარჩინა და მის გარეშე ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აღარ იარსებებდა.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ სწორედ მისი გავლენის ქვეშ შეთანხმდნენ ნატო-ს წევრი ქვეყნები თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე.
„მე ვარ ის, ვინც ნატო გადაარჩინა. მე ვარ ის, ვინც მათ მშპ-ს 5%-ის გადახდა (თავდაცვაზე) აიძულა... ეს იყო 2% და ისინი არ იხდიდნენ. ახლა ისინი 5%-ს იხდიან. მე ვარ ის, ვინც ნატო გადაარჩინა“, - თქვა მან.
ტრამპის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ის, რომ არ ყოფილიყო,, „ნატო არ იარსებებდა“.
შეკითხავზე, განიხილავს თუ არა აშშ-ის ნატო-დან გასვლას, მან უპასუხა: „ნატო შეიძლება განაწყენდეს, თუ ამას გავაკეთებ. შესაძლოა, ნატო-მ ბევრი ფული დაზოგა. მაგრამ მე ნატო მომწონს.“
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მას აინტერესებს, დაეხმარება თუ არა ნატო აშშ-ს საფრთხის შემთხვევაში.
„დაგვიჭერენ მხარს? დარწმუნებული არ ვარ, რომ დაგვიჭერენ. იცით, ჩვენ ნატო-ზე ბევრ ფულს ვხარჯავთ. დარწმუნებული არ ვარ, რომ ისინი [აშშ-ს დაუჭერენ მხარს]“, - თქვა ტრამპმა.