აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სერიოზულად არის განწყობილი დაეხმაროს რეჟიმის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილე ირანელებს, - ამის შესახებ გამოცემა The Jerusalem Post-ს რამდენიმე წყარომ განუცხადა, რომლებიც ბოლო დღეებში გამართული მოლაპარაკებების დეტალებს იცნობენ.
„ტრამპმა არსებითად გადაწყვიტა ირანში მომიტინგეებს დაეხმაროს. რაც მას ჯერ არ გადაუწყვეტია, არის „როგორ“ და „როდის“
მას ჯერ არ გადაუწყვეტია, როგორ და როდის მოხდება ეს“, - განუცხადეს წყაროებმა გამოცემას.
ვაშინგტონმა გააძლიერა ძალისხმევა მას შემდეგ, რაც შაბათ-კვირას ირანის პროტესტის კადრები გავრცელდა. მანამდე ტრამპის ადმინისტრაციას არ ფიქრობდა, რომ პროტესტმა გადააჭარბა იმ ზღვარს, რომელიც რეჟიმის შიგნით პანიკას გამოიწვევდა.
თუმცა, ინტერნეტის გათიშვამ, მომიტინგეების სასტიკმა მკაცრმა დარბევამ, რომლის შედეგადაც, უამრავი ადამიანია დაღუპული, ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირები სერიოზულად დააფიქრა დაეხმარო ირანელ დემონსტრანტებს.
„სპექტრი მოიცავს სამხედრო ვარიანტს, კერძოდ, რეჟიმის სამიზნეებზე დარტყმებს, რეჟიმის წინააღმდეგ კიბერმხარდაჭერას და Starlink-ის სისტემების მიწოდებას მომიტინგეების დასახმარებლად. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია არ თვლის, რომ ირანის რეჟიმი იშლება, ის ნამდვილად ხედავს პრობლემებსა და ბზარებს, რომლებიც ერთი კვირის წინ არ არსებობდა“, – განუცხადა ერთ-ერთმა წყარომ გამოცემას.