შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებისთვის ძებნილი, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი - 1979 წელს დაბადებული ზ.ჭ. თბილისში დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ძებნილმა პირმა არ შეასრულა ერთ-ერთ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და კომპანიის
კუთვნილი ავტომობილი მართლსაწინააღმდეგოდ გაასხვისა. ზ.ჭ. - ს მიერ ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, სალიზინგო კომპანიას 13
000 ლარზე მეტი ზარალი მიადგა.
მსჯავრდებული ფოთის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 11 დეკემბრიდან იძებნებოდა. დაკავებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული", - აღნიშნულია ინფორმაციაში.