სავაჭრო ცენტრ „ოქროს კიდობანში“ ხანძარი ლიკვიდირებულია.
ხანძარი მესამე სართულზე, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები და კრიმინალისტები მუშაობენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, დამწვარია 300 კვადრატული მეტრი ფართი. მისივე ცნობით, მოხდა დაახლოებით 20 მოქალაქის უსაფრთხოდ ევაკუაცია.
„ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. შეტყობინების მიღების შემდეგ, დაახლოებით, ხუთ წუთში გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები. მობილიზებული იყო 17 სახანძრო სპეცტექნიკა. შენობიდან მოხდა დაახლოებით 20 მოქალაქის უსაფრთხოდ ევაკუაცია. დაშავებული არავინ არის. დამწვარია სარესტორნო ფართის დაახლოებით 300 კვადრატული მეტრი“,- განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.