თბილისში საშობაო ალილოს ტრადიციული მსვლელობა გაიმართა.
შობის დღესასწაულზე ალილოს მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო. მეალილოეებმა რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის გავლით მსვლელობა ლოცვით და გალობით ყოვლადწმინდა სამების ტაძარში მივიდა, სადაც საშობაო პარაკლისი მიმდინარეობს.
ალილოს მონაწილეებს მსვლელობის დროს მოსახლეობა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემდა.
შემოწირულობა, რომელიც ალილოს მსვლელობისას შეგროვდა, ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან ბავშვთა სახლებში, უმწეოთა თავშესაფრებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში გადანაწილდება.