ამერიკის შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და პირობა დადო, რომ ვაშინგტონი მკაცრ რეაგირებას მოახდენს, თუ ირანის უსაფრთხოების ძალები დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას გააძლიერებენ
„ჩვენ ამას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. თუ ისინი (ხელისუფლება) ხალხის დახოცვას დაიწყებენ, როგორც წარსულში აკეთებდნენ, ... ვფიქრობ, რომ მათ შეერთებული შტატებისგან ძალიან ძლიერი დარტყმა ელით“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების კომენტირებისას.