უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ 28 დეკემბერს ფლორიდაში ამერიკელ კოლეგასთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრას გამართავს.
ზელენსკი ამის შესახებ ჟურნალისტებს ესაუბრა.
„ვფიქრობ, სწორედ კვირას, ფლორიდაში პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა გვექნება. ჩვენ განვიხილავთ უსაფრთხოების გარანტიებს, ამ ბლოკში რამდენიმე დოკუმენტია. და სასურველია, ვიპოვოთ შესაძლებლობა ყველა მათგანის განსახილველად. შემდეგ მოდის ეკონომიკური შეთანხმება, სადაც ამ ეტაპზე ძირითადი საბაზისო დამუშავება მიმდინარეობს,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ ტრამპთან მისი შეხვედრის მიზანია სამშვიდობო შეთანხმების პროექტის დასრულება. მან აღნიშნა, რომ აპირებს ტრამპთან განიხილოს ყველა საკითხი, „რომელზეც უთანხმოება არსებობს“.