სტამბოლის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ გასცა დაკავების ორდერი 137 ადამიანის მიმართ, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან თურქეთში შობისა და ახალი წლის დღესასწაულებისას, ტერორისტული თავდასხმების დაგეგმვაში.115 ადამიანი უკვე დაკავებულია.
ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ სავარაუდო წევრები დააკავეს მას შემდეგ, რაც სტამბოლის გენერალური პროკურატურის ანტიტერორისტულმა ბიურომ მიიღო ინფორმაცია შობას და ახალ წელს ტერორისტული თავდასხმების შესახებ.
დაკავებულთა ნაწილი „კონფლიქტის ზონებში“ მებრძოლებთან კონტაქტს ინარჩუნებდა.
„ტერორიზმის, მათ შორის საერთაშორისო ტერორიზმის ბრალდებით, 124 მისამართზე მცხოვრები 137 ეჭვმიტანილის მიმართ დაპატიმრების ორდერი გაიცა. დაკავებულია 115 ეჭვმიტანილი და დანარჩენი ეჭვმიტანილების დაკავების ღონისძიებები გრძელდება“, - ნათქვამია პროკურატურის პრესრელიზში.