აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის ფინანსური დახმარების ნაცვლად პენსიონერებისთვის სოციალური პროგრამების მხარდაჭერას ამჯობინებს.
„ჩვენ ვეხმარებით პენსიაზე გასულ ხანდაზმულ ამერიკელებს, მათ შორის სოციალური უზრუნველყოფის გადასახადების გაუქმებით, რადგან გვჯერა, რომ მშობლების პატივისცემაა საჭირო და მათი მთელი ფული უკრაინაში არ უნდა გაიგზავნოს,“ - თქვა ვენსმა
ვენსმა მანამდე რუსეთისა და უკრაინის ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევის ჩაშლას მისი პოლიტიკური საქმიანობის ყველაზე დიდი იმედგაცრუება უწოდა, თუმცა თქვა, რომ ოპტიმიმზს ინარჩუნებს და ამ საკითხში მნიშვნელოვან პროგრესს ხედავს.
ვენსმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინამ და რუსეთმა ომის წარმოების ნაცვლად ერთმანეთთან ვაჭრობა და „კულტურული გაცვლა“ უნდა განახორციელონ.