უწყვეტი პროტესტის 388-ე დღეს აქციის მონაწილეები ფილარმონიიდან მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოსკენ მიემართებიან.
დღეს ტრადიციულად, მოქალაქეებმა ფილარმონიასთან შეკრება 19:00 საათიდან დაიწყეს. ისინი მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ, სადაც წელიწადზე მეტია, უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს.
მსვლელობაში მონაწილეობს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.
მოქალაქეებს ევროკავშირისა და საქართველოს დროშები აქვთ მიტანილი.
ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებულები.
დემონსტრანტები უცვლელი მოთხოვნებით არიან, ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და აქციის ფარგლებში დაკავებული პატიმრები გათავისუფლდნენ. მათ მოთხოვნას კიდევ ერთი მოთხოვნაც დაემატა, ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნივთიერებები გამოიყენა შსს-მ გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრანტების წინააღმდეგ.