რუსეთის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს უკრაინის წინააღმდეგ ომის იგივე ტემპით დაფინანსებას, თუ მის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დარჩება და თუ შეერთებული შტატები ნამდვილად მოახდენს ზეწოლას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე.
„პუტინის მიერ გაგზავნილი სიგნალები ჩვენთვის სიახლეს არ წარმოადგენს. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მას ომის დასრულება არ სურს. კითხვა ისმის, შეუძლია თუ არა მას ამის გაგრძელება. ეს ჩვენს პარტნიორებზე, მათ ზეწოლაზეა დამოკიდებული - პირველ რიგში სანქციებით, მაგრამ ასევე დიპლომატიური გზით.
არა მგონია, პუტინის ეკონომიკას შეეძლოს ამ ომის იმ დონეზე გაგრძელება, რაც ადრე იყო. თუ სანქციები მართლაც გაგრძელდება და თუ აშშ გულწრფელი და ღია იქნება, თუ პუტინი ახლა შეანელებს ამ დიპლომატიურ ტალღას (და ახლა ის ბოლო დროს ყველაზე დიდია), მაშინ აშშ მათზე მეტ ზეწოლას მოახდენს,“ - თქვა ზელენსკიმ.
მან დასძინა, რომ ახლა ამერიკელი კოლეგები, როგორც საჯაროდ, ასევე პირად საუბრებში აცხადებენ, რომ პუტინი მზადაა ომის დასასრულებლად.
„და თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ ვუჭერთ მხარს ამერიკულ ინიციატივებს, მიუხედავად იმისა, რომ არ ვეთანხმებით მომავალი შეთანხმებების ყველა დეტალს“, - განაცხადა ზელენსკიმ.