აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კარაკასმა ვაშინგტონს ნავთობზე უფლებები წაართვა და ამერიკული მხარე მის დაბრუნებას გეგმავს.
აღნიშნული განცხადება ტრამპმა მერილენდის შტატში, გაერთიანებულ საზღვაოაავიაბაზაზე გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„[ჩვენ გვსურს დავიბრუნოთ] უფლებები მიწაზე, უფლებები ნავთობზე, ყველაფერზე, რაც გვქონდა.“
მან [ვენესუელამ] მთელი ჩვენი ნავთობი წაგვართვა, რადგან გვყავდა პრეზიდენტი, რომელიც შესაძლოა სიტუაციას თვალყურს ვერ ადევნებდა. ...მათ ნავთობზე უფლებები წაგვართვეს. როგორც იცით, იქ ბევრი ნავთობი გვქონდა. მათ ჩვენი კომპანიები გამოაძევეს“, - თქვა ტრამპმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვენესუელაში შემავალი და გამავალი ყველა სანქცირებული ნავთობტანკერის სრული ბლოკირების ბრძანება გუშინ გასცა.