ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - ნუცუბიძის ქუჩაზე, ქვეითად მოსიარულე დედა–შვილს მანქანა დაეჯახა. ქალი ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევის შედეგად დაშავებული ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
,მომხდარზე გამოძიება სსკ–ის 276–ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.