კაია კალასისა და სხვა არარჩეული ბიუროკრატების პოზიციაა, რომ არ შეიძლება, სიმართლის გაჟღერება, ფეხქვეშ გათელილი უნდა იყოს სიმართლე და მხოლოდ ის არის ჭეშმარიტება, რასაც ევრობიუროკრატები გადაწყვეტენ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის ვერაფერს უბედავენ, საქართველოსთან მიმართებაში კი, მსგავსი განცხადებების გაკეთება უმარტივებათ.
„კაია კალასისა და სხვა არარჩეული ბიუროკრატების პოზიციაა, რომ არ შეიძლება, სიმართლის გაჟღერება, ფეხქვეშ გათელილი უნდა იყოს სიმართლე და მხოლოდ ის არის ჭეშმარიტება, რასაც ევრობიუროკრატები გადაწყვეტენ. ამერიკას ვერაფერს უბედავენ მისი სიძლიერიდან გამომდინარე, საქართველოსთან მიმართებაში კი, მსგავსი განცხადებების გაკეთება უმარტივებათ, რადგან თვლიან, რომ ჩვენ დაბალი ღობე ვართ. ძალიან ცდებიან, რადგან საქართველო დაბალი ღობე არ არის და ყოველთვის იტყვის, როდის არის ჭეშმარიტება და სიცრუეს ყოველთვის ამხელს. ევრობიუროკრატებისგან სწორედ ამიტომ არის მცდელობები, რომ ქართველი ხალხის დაშანტაჟება მოხდეს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
შეგახსენებთ, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა: „აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში რასაც ვკითხულობთ, სასიამოვნო არ არის, თუმცა საქართველოსთან განსხვავება იმაშია, რომ აშშ არ ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას“.