გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, საჯარო სკოლებში საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გაიმართა.
შეხვედრების მიზანი მოსწავლეებში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროების გაცნობა და მისი შემცირებისკენ მიმართული პრაქტიკული მიდგომების წარმოჩენა იყო.
ღონისძიებების ფარგლებში განხილულ იქნა ჰაერის დაბინძურების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე, არსებული გამოწვევები, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები, აგრეთვე ყოველდღიურ ცხოვრებაში მცირე ცვლილებების როლი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებაში.
საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები მოიცავდა პრეზენტაციებს, დისკუსიებსა და ინტერაქტიულ აქტივობებს, რაც მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას და საკითხის მიმართ ინტერესის ზრდას უწყობდა ხელს.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2023–2025 წლების გეგმა ეფუძნება ქვეყნის ტერიტორიის ზონებად დაყოფას, რაც ჰაერის ხარისხის მართვის ღონისძიებების რეგიონულ თავისებურებებსა და სპეციფიკურ საჭიროებებს ითვალისწინებს. ზონები ერთმანეთისგან განსხვავდება ურბანული განვითარების დონით, სატრანსპორტო დატვირთვითა და ინდუსტრიული აქტივობის ინტენსივობით. მოცემულ ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ცენტრალურ ზონას, რომელიც მოიცავს რუსთავისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებს, სადაც ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები და მოსახლეობის სიმჭიდროვე დამატებით რეაგირებას საჭიროებს.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს