მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკაში ბარათაანთ არხის ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან წმენდა და საექსპლუატაციო გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, გაუმჯობესდება არხის გამტარუნარიანობა და დაახლოებით 80 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი საირიგაციო წყლით სტაბილურად მომარაგდება, რაც ადგილობრივი მეურნეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
საექსპლუატაციო სამუშაოები დეკემბრის პირველი ნახევრისთვის დასრულდება.
ქვემო ქართლის რეგიონში 2012-2024 წლებში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, წყალუზრუნვეყოფილია 34,000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, ხოლო სარწყავი წყლის მიწოდება 32,000 ჰექტარზე გაუმჯობესდა.