აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, რადგან წინა არჩევნებიდან დიდი დრო გავიდა. ამის შესახებ მან Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„დიახ, ვფიქრობ, დროა. ვფიქრობ, არჩევნების ჩატარებისთვის მნიშვნელოვანი დროა. ისინი ომს არჩევნების ჩატარების თავიდან ასაცილებლად იყენებენ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უკრაინელ ხალხს... ეს არჩევანი უნდა ჰქონდეს. და შესაძლოა, ზელენსკიმ გაიმარჯვოს“, - განაცხადა ტრამპმა.
ამავდროულად, მან დასძინა, რომ უკრაინაში არსებული ვითარება „იმ დონემდე მიდის, რომ ის დემოკრატია აღარ არის“.