უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის ტერიტორიების დათმობა უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ არ განიხილება. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ კანონით, უკრაინის კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლის მიხედით ტერიტორიული დათმობების უფლება არ გაგვაჩნია. ჩვენ ამის არც მორალური უფლება გვაქვს. ჩვენ ნამდვილად არაფრის დათმობა გვსურს. სწორედ ამისთვის ვიბრძვით“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ომის დასრულება ნამდვილად სურს. მისივე თქმით, აშშ-სა და უკრაინის ხედვა ომის დასასრულებლად განსხვავდება ერთმანეთისგან.
„დონალდ ტრამპს საკუთარი ვერსია აქვს იმის, თუ როგორ უნდა დასრულდეს ომი, რომელიც განსხვავდება უკრაინულისგან“, – თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე დასძინა, რომ შეერთებული შტატები ამჟამად სიტუაციის მოსაგვარებლად კომპრომისულ გადაწყვეტილებებს ეძებს.