ისე როგორ მოხდა, რომ ძირითადად ჯენზის მოწამვლის გასაპროტესტებლად, ჯენზი თითქმის არ მივიდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ახლანდელ ვითარებაზე ყველას მართებს დაფიქრება.
„არ დამიწყოთ ახლა, პოლიტიკოსებმა გაუცრუეს იმედებიო. ნეპალში ჯენზის არცერთმა პოლიტიკოსმა არ დაუჭირა მხარი (ჩემი ჯენზი შვილი ნიკუშა, რომელიც მაშინ ნეპალში იმყოფებოდა, მომიყვა) და ასევე უკრაინაში ანტიკორუფციული ორგანოების დასაცავად, ამ ცოტა ხნის წინ, მხოლოდ ჯენზი გამოვიდა, პოლიტიკოსების გარეშე.
პოლიტიკოსებმა ძირითადად თავდადება გამოავლინეს, არ შეუშინდნენ რა ყვარყვარეს ციხეს. თავდადება აჩვენეს ჯენზი ახალგაზრდებმაც, ხოლო ახლანდელ სიტუაციაზე ყველას გვმართებს დაფიქრება“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.