ალეკო ელისაშვილის აქტი საოცრება იყო. შეუძლებელია ჯანმრთელმა ადამიანმა ასეთი რამ იკადრო და გააკეთო. ახსნა არ აქვს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, საერთოდ არ აინტერესებს, რას აპირებს აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით „ლელო ძლიერი საქართველო“ და თავად ალეკო ელისაშვილი.
„ელისაშვილის აქტი საოცრება იყო, ის, რაც ჩაიდინა. შეუძლებელია ჯანმრთელმა ადამიანმა ასეთი რამ იკადრო და გააკეთო. ახსნა არ აქვს. ერთი რამ ფაქტია, ეს არის ძალადობრივი ჯგუფი და ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც დაკავებულები არიან იმით, რომ ქვეყანაში დაძაბულობა შემოიტანონ, დაპირისპირება, პოლარიზაციის გაღრმავება. ისიც ცხადია, რომ ერთი ხელით იმართებიან. ვიცით, რა ძალა ებრძვის საქართველოს.
არ ვიცი, საერთოდ არ მაინტერესებს „ლელო“ რას აპირებს“, - აღნიშნა კალაძემ.