თელავში 3 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა.
მცირეწლოვანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მას ამ წუთებში პირველადი დახმარება უტარდება.
ერთ-ერთი ვერსიით, მცირეწლოვანი გაჩერებულ მანქანაში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც ავტომობილის კარი გახსნა და გზაზე გადასვლა სცადა. ბავშვს ავტომობილი სწორედ ამ დროს დაეჯახა.
.