აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეაქო კრემლში მისი წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერისა და ვლადიმირ პუტინის მოლაპარაკებები, თუმცა ეჭვი გამოთქვა, რომ შეხვედრა რაიმე შედეგს გამოიღებს. ამის შესახებ Bloomberg წერს.
„რა გამოვა ამ შეხვედრიდან, ვერ გეტყვით, რადგან ტანგოსთვის ორი ადამიანია საჭირო. ვფიქრობ, მათთან კარგი სამუშაო შევასრულეთ - ძალიან კმაყოფილები ვართ“, - თქვა ტრამპმა.
ამავდროულად, მან განაცხადა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებების სამომავლო პერსპექტივები ბუნდოვანია, თუმცა შეხვედრა „კარგი“ იყო:
„არ ვიცი, რას აკეთებს კრემლი, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ უიტკოფს და კუშნერს პუტინთან საკმაოდ კარგი შეხვედრა ჰქონდათ“, - თქვა მან.
მან ასევე თქვა, რომ უიტკოფსა და კუშნერს დარჩათ შთაბეჭდილება, რომ პუტინს ომის დასრულება სურს, მიუხედავად იმისა, რომ ევროპელი მაღალჩინოსნები და ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ეს ასე არ არის და რომ რუსეთის ლიდერს არ აქვს ინტერესი დაასრულოს კონფლიქტი.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მისი აზრით, ომი 2025 წლის თებერვალ-მარტში უნდა დასრულებულიყო.
„იცით, როდესაც ამ კაბინეტში კოზირების ნაკლებობაზე ვსაუბრობდი, ვთქვი: „თუ კოზირები არ გაქვთ, მოლაპარაკების დროა.“ მეგონა, რომ ეს ბევრად უკეთესი დრო იყო დარეგლირებისთვის, მაგრამ მათ, თავიანთი სიბრძნით, გადაწყვიტეს, რომ ეს არ გაეკეთებინათ. მათ ახლა ბევრი პრობლემა აქვთ“, - თქვა ტრამპმა.