სამოქალაქო აქტივისტი თათა ხუნდაძე სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
საქმე ეხება სუსში ბიბისის საგამოძიებო რეპორტაჟის შემდეგ დაწყებულ გამოძიებას.
ჩემს კურსელ მდინარაძეს მოვენატრე და სუსში დამიბარეს, - წერს ხუნდაძე.
ცნობისთვის, BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით დაიწყო.
გამოცემა BBC-იმ გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში დეონსტრანტების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს. BBC-ის ინფორმაციით, მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. როგორც BBC წერს, “საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს - მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას უჩიოდნენ, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.