პოლიტიკოსი დიმიტრი ცქიტიშვილი BBC-ის გამოძიებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც ცქიტიშვილი აღნიშნავს, გამოძიება განაჩენია პოლიტიკოსებისათვის.
„ამ ფილმის ნახვისას "ოცნების“ მაღალჩინოსნების რეაქცია რომ ისაა, ეს ნივთიერება ჩვენ არ გვიყიდია, ძველიაო!
ცინიზმია თუ სიბრიყვე?
თუ ძველია, ამდენი წელი სად იყავით, რას ინახავდით და ამდენ გამოძიებაში ერთხელ როგორ არ ახსენეთ?!
და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი — დავუშვათ და ვერ მტკიცდება ამ მომწამლავი ნივთიერების ამბავი, შესაძლოა ფაქტები და შესყიდვის დოკუმენტები გააქროთ,
მაგრამ ეს ხალხი რომ ასე უმოწყალოდ ცემეთ და აწამეთ, ეგ ვერც ამ ფილმში დაინახეთ? თუ ეგ გგონიათ, რომ განვლილი
ამბქვია და შეგრჩათ?
ეს ფილმი განაჩენია თქვენი და განსაკუთრებით შავფორმიანების უკან მდგომი პოლიტიკოსებისთვის.
პოლიციელები შესაძლოა ვეღარც ამოიცნოს ვინმემ, მაგრამ პოლიტიკოსები და ის მაღალჩინოსნები, ვინც ეს დავალებები გასცა — ყველა აგებს პასუხს.
მხოლოდ დროის ამბავია როდის!
ეხლა მიდით და ლონდონის სასამარათლოში უჩივლეთ BBC-ის, "ჩვენ არ მოგვიწამლავს, ჩვენ
მხოლოდ ვცემეთო", - წერს ცქიტიშვილი.
შეგახსენებთ, გამოცემა BBC-იმ გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში დეონსტრანტების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს. BBC-ის ინფორმაციით, მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. როგორც BBC წერს, “საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს - მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას უჩიოდნენ, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.