27 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.7039 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.85 თეთრით გამყარდა.
ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.09 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1319 ლარი გახდა.
გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 1.49 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.5759 ლარი გახდა.
ერთი ლირას კურსმა 6.37 თეთრი შეადგინა.