მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება შვანგირაძემ ადგილზე თათბირით მიიღო.
დღეს 10-ვე ბრალდებულის აღკვეთი ღონისძიება გადაისინჯა.
"ჩვენ არ ვახდენთ წინა გადაწყვეტილების რევიზიას, ამის უფლებამოსილება აქვს ზემდგომ სასამართლოს, ჩვენ უნდა შევაფასოთ, ხომ არ გამოვლენილა ახალი გარემოებები. ის, რომ გამოძიება დასრულებულია, გარკვეულწილად ამცირეს მოწმეებზე ზემოქმედების და მკიცებულებების განადგურების საფრთხეს, მაგრამ რჩება სხვა გარემოებები... ეს საფრთხეები იმ ხარისხით არსებობს, რა ხარისხითაც არსებობდა პირველი წარდგენის სხდომაზე“, - განაცხადა შვანგირაძემ.