24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.7056 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.06 თეთრით გამყარდა.
ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.50 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1223 ლარი გახდა.
გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 0.82 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.5422 ლარი გახდა.
ერთი ლირას კურსმა 6.37 თეთრი შეადგინა.