უკრაინისთვის შეთავაზებული „სამშვიდობო გეგმა“ საბოლოო დოკუმენტი არ არის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ჟურნალისტმა ამერიკის პრეზიდენტს ჰკითხა, კიევში გაგზავნილი დოკუმენტი საბოლოო წინადადება იყო თუ არა.
„არა. ეს ასე არ არის. ჩვენ გვსურს მშვიდობის მიღწევა. ეს დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო. რუსეთსა და უკრაინას შორის ომი არასდროს უნდა მომხდარიყო. მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ეს არასდროს დაიწყებოდა. ჩვენ ვცდილობთ მის დასრულებას. ასე თუ ისე, ჩვენ ეს უნდა დავასრულოთ“, - თქვა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტს ასევე ჰკითხეს, რა მოხდება, თუ უკრაინის პრეზიდენტი ამ „სამშვიდობო გეგმას“ არ დათანხმდება.
„მაშინ მას უნდა გააგრძელოს ბრძოლა მთელი ძალით“, - განაცხადა ტრამპმა.