მოსამართლე დავით მაკარაძემ აქციების მონაწილეები, რევაზ დუმბაძე და გიორგი ჟამერაშვილი 5 000-5 000 ლარით დააჯარიმა.
დუმბაძე და ჟამერაშვილი 19 ნოემბერს პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩაზე დააკავეს. შსს მათ 173-ე მუხლის საფუძველზე პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებოდა.
ასევე 5 000 ლარით დააჯარიმა მოსამართლე ნინო ენუქიძემ დავით გუნაშვილი.