სახელმწიფოს კონკრეტულ საკითხებში ადანაშაულებენ და დელეგაციას არ შეხვდნენ. დისკუსიის, არგუმენტების ეშინიათ, რადგან მართლები არ არიან, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუაm ბრიუსელში დაგეგმილ საქართველო-ევროკავშირის შეხვედრის გადადების საკითხზე გააკეთა კომენტარი.
„თურმე ბრიუსელის ბიუროკრატებს უნდა შევუთანხმოთ, დელეგაციაში ვის ჩავსვამთ, ეს ნონსენსია. რატომ გადადეს შეხვედრა? – სიმართლის მოსმენა არ უნდათ, რადგან მაშინ ყველა ბრალდებასა და საქართველოს გაშავებაზე ნიღაბს ჩამოვხსნით, პასუხს მოვთხოვთ. შეხვედრაზე უარი ამიტომაც თქვეს. სახელმწიფოს კონკრეტულ საკითხებში ადანაშაულებენ და დელეგაციას არ შეხვდნენ. რატომ? – ეშინიათ, რომ სიმართლეს ვეტყოდით. მათი აკაცუკები რომ იყვნენ აქ, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი რომ მივიღეთ, ვუთხარით, მოდით, იქნებ, მართალი ხართ და ვიმსჯელოთო. დისკუსიაში არც ერთი შემოვიდა. ახლაც იგივე გრძელდება. დისკუსიის, არგუმენტების ეშინიათ, რადგან მართლები არ არიან. ჩვენ გადავწყვეტთ, დელეგაციაში ვინ გვყავდეს. ამას როგორც არ ვეკითხებოდით რუსეთს, ასე იქნება ევრობიუროკრატების შემთხვევაშიც“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.