ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის თქმით,, რომ პოლიციელებმა 19 ნოემბერს, პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩაზე, საპროტესტო მარშის დროს დაკავებულ რამდენიმე ადამიანზე ფიზიკურად იძალადეს.
"ზაჰესის იზოლატორში გუშინ დაკავებული რამდენიმე ადამიანი მოვინახულე. მითხრეს, რომ მათზე ფიზიკურად იძალადეს. მაგალითად, ერთ-ერთი ამბობს, რომ როცა თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა, გოგა მემანიშვილმა დაკავების დროს ხელით მოქაჩა და წააქცია, იმ დროს მასთან რამდენიმე პოლიციელი მივიდა და თავში ჩაარტყა. გიორგი ჟამერაშვილმაც მითხრა, რომ მას სახეში მუშტი დაარტყეს.
ზოგს წაქცეულზე ურტყეს, ზოგს პოლიციელების წრეში ყოფნის დროს. ეს ადამიანები არიან დაზარალებულები და არა სამართალდამრღვევები [...] გუშინაც ზოგიერთ დაკავებულ მამაკაცს უთხრეს, რომ გაშიშვლებულიყვნენ და ბუქნები გაეკეთებინათ". - თქვა ტყეშელაძემ.
შეგახსენებთ, 19 ნოემბერს, რეჟიმის პატიმრის, მათე დევიძის მხარდამჭერი საპროტესტო მარშის დროს, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით აქციის 13 მონაწილე დააკავა.