"ქართული ოცნების" დეპუტატის, თენგიზ შარმანაშვილის თქამით, PACE-ს დასკვნა, რიმელიც გუშინ გამოქვეყნდა, წინასწარ, იქამდე იყო დაწერილი,
"საერთოდ ასე იქცევიან, ჯერ დასკვნას წერენ, მერე ჩამოდიან და ფორმალურად დადიან აქეთ-იქით, თითქოს ეს დასკვნა იქიდან გამომდინარეობს, რაც საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ნახეს, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა, ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ამოცანა აქვთ, რომ "ეს ქვეყანა აურიონ".
"ეს დასკვნა დაწერილია, სანამ თქვენ შეგხვდებიან, დასკვნა უკვე დაწერილია. ამას ვასაბუთებთ ყოველ ფეხის ნაბიჯზე. ისინი მხოლოდ გამოგონილი ნარატივებით მოქმედებენ. ისინი მხოლოდ აღქმებზე დაფუძნებულ იდეებს ეფუძნებიან. არის ისევ რაღაც პოლიტიკური ნარატივი, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ამბობენ, რომ არ მომწონს... ასე ჩვენ არავის არ დაველაპარაკებით. ამოცანა აქვთ, რომ ეს ქვეყანა აურიონ და მოადინონ რევოლუცია. საქმე ისაა, რომ ეს დასკვნა დაწერილია და მონაცემები რაა, წინაპირობა, ეს არავის არ აინტერესებს", - თქვა თენგიზ შარმანაშვილმა.