პოლიციამ მათე დევიძის მხარდამჭერი მარშის კიდევ რამდენიმე მონაწილე დააკავა.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან სამოქალაქო აქტივისტები დავით გუნაშვილი და გიორგი ჟამერაშვილი.
პოლიციასა და მსვლელობის მონაწილეებს შორის დაპირისპირება პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩაზე მოხდა. ამ დროისათვის გავრცელებული ცნობით დაახლოებით 10-მდე ადამიანია დკავებული.
დღესვე დააკავეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი და მთარგმნელი, ქეთევან ხუსკივაძე.
მსვლელობის მეორე ნაწილი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის გავლით მიემართება რუსთაველის გამზირის მიმართულებით.