პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ. მათ ჯერ მთავრობის ადმინისტრაციისკენ გაემართნენ. საპროტესტო მსვლელობა სოლოლაკში იმართება, მოქალაქეები ლადო ასათიანის ქუჩისკენ გადაადგილდებიან.
როგორც მსვლელობის დაწყებამდე აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, დღევანდელი პროტესტის თემა სიმბოლურია და ის საქართველო-ამერიკის მეგობრობას ეხება. აქციის მონაწილეებს თან აქვთ ამერიკის დროშები. ასევე გაშლილი აქვთ ბანერი: „BIPARTISAN SUPPORT FOR GEORGIA A STRONGER DEMOCRACY!”