გაფართოების საკითხებში ევროკომისარის, მარტა კოსის განცხადებით, ევროკავშირი აგრძელებს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, მიუხედავად იმისა, რომ „ახლა ეს ძალიან რთულია“.
„რაც შეეხება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, რასაკვირველია [ვაგრძელებთ], მიუხედავად იმისა, რომ ეს ახლა ძალიან, ძალიან რთულია. რადგან მთავრობა ძალიან ყურადღებით აკვირდება, თუ ვის მივცემთ ფულს, ფინანსური დახმარება გაორმაგდა და იქნება კიდევ უფრო მეტი. ახლა ვეძებთ გზებს, თუ როგორ მივცეთ ფული ისე, რომ არ დავაზიანოთ მათი არსებობა. მაგალითად, გასულ კვირას მქონდა დიალოგი კანდიდატი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, სადაც საქართველოს წარმომადგენელიც იმყოფებოდა“,- განაცხადა ევროკომისარმა.