ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა ორშაბათს ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინის დაფინანსებისთვის რუსული გაყინული აქტივების გამოყენება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ტუბმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები იპოვიან გზას ბელგიის შეშფოთებაზე საპასუხოდ, რომელიც ეხება გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გამოყენებას.
„იმედი მაქვს, რომ როდესაც ლიდერები დეკემბერში შეიკრიბებიან, გადაწყვეტილებები მოიძებნება, რადგან უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ უკრაინის დაფინანსება მისი არსებობისა და გადარჩენისთვის ბრძოლაში“, – განაცხადა სტუბმა ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.