აქციის მონაწილეები, რომლებიც მსვლელობას მართავდნენ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან დაბრუნდნენ. ისინი სკანდირენდნენ: "ძირს რუსული რეჟიმი", "საქართველო აჯანყდი", "ბოლომდე!".
აქციის მონაწილეებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყეს 9 აპრილის, ასევე, ბესიკის ქუჩაზე, სადაც ხმაურითა და შეძახილებით გამოხატავდნენ პროტესტს. მათ ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები, ასევე პლაკატები.
ფოტო: "პუბლიკა"