ზურაბ ზვიადაურს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. იარაღის უკანონო შეძენა- შენახვა-ტარებისთვის დაკავებული ოლიმპიური ჩემპიონი ციხეს პირობითი მსჯავრის და 5 ათას ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ ოთხ თვეში დატოვებს.
საპროცესო გარიგების მოთხოვნით ზვიადაურმა საგამოძიებო უწყებას თავად მიმართა და გარიგება სწორედ ბოლო სასამართლო პროცესზე შედგა.
ბრალდებულსა და ბრალდების მხარის შორის მოხდა შეთანხმება სასჯელზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ზურა ზვიადაურს გაუფრომდა საპროცესო შეთანხმება . შუამდგომლობით მე მივმართე და განცადებით პროკურატურას, რომ გაფორმებულიყო მასთან საპროცესო შეთანხმება და პირობითი გახლავთ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე პირობითი მსჯავრი და დამდატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა. დაახლოებით მარტის ბოლოს გასდის 6-თვიანი ვადა და დატოვებს პენიტენციურ დაწესებულებას“, - განაცხადა მაგდა კოტრიკაძემ, - განუცხადა ზვიადაურის ადვოკატმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, ზურაბ ზვიადაური სამართალდამცავებმა 2025 წლის 16 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებას გულისხმობს.