სასამართლომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ გამოაცხადა.
მას შინაგან საქმეთა სამინისტრო 19, 20, 21 ოქტომბერს გზის გადაკეტვას ედავებოდა.
სადიგოვი 14-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში უკვე იმყოფებოდა 18 ოქტომბერს გზის გადაკეტვის საბაბით. მას პატიმრობა 23 ოქტომბერს შეეფარდა.
გამომდინარე იქიდან, რომ სადიგოვს ამ შემთხვევაში ედავებოდნენ სამართალდამრღვევად ცნობამდე [23 ოქტომბრამდე] მომხდარ შემთხვევებს, ქმედება სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში არ გადაიზარდა.