შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული ხ.ჩ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული ფოთში მდებარე მის დროებით მფლობელობაში არსებული სასტუმროს ფართს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ ქალებს პროსტიტუციისათვის გადასცემდა.
გამოძიება პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.