აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა თეთრ სახლში პირველი ვიზიტის შემდეგ შეაქო. იუწყება The New York Post
გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს მოხდა რამდენიმე დღის შემდეგ, რაც აშშ-მა და გაერო-მ სანქციები მოხსნეს ალ-ქაიდას ყოფილი მეთაურის წინააღმდეგ, რომელიც ტერორისტად იყო გამოცხადებული და მისიდაკავების სანაცვლოდ ჯილდოდ 10 მილიონი დოლარი იყო დაწესებული.
„ის ძალიან ძლიერი ლიდერია. ის ძალიან რთული ადგილიდანაა და მკაცრი ადამიანია. მე ის მომეწონა. მას კარგად შევეწყობი“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენს ძალებშია, რათა სირია წარმატებული ქვეყანა იყოს, რადგან ის ახლო აღმოსავლეთის ნაწილია. ახლა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა სუფევს“, - აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპმა აღიარა, რომ ალ-შარაას „რთული წარსული“ აქვს, თუმცა დასძინა: „ყველას რთული წარსული გვქონდა“.
სირიის დროებითმა მთავრობამ ოვალური კაბინეტის შეხვედრის ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ალ-შარაა ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის გვერდით ზის, რომელიც ომის დროს ერაყში მსახურობდა, იმ დროს როდესაც ალ-შაარა, როგორც „ალ-ქაიდას“ წევრი იმ ტერიტორიებს ნაღმავდა.
სირიის მხარის განცხადებაში ნათქვამია, რომ საუბარი შეეხო „საერთო ინტერესის მქონე რიგ რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს“.
გამოცემამ დასძინა, რომ თეთრმა სახლმა შეხვედრის შესახებ ანგარიში მაშინვე არ გამოუქვეყნებია.
43 წლის ალ-შარაა ოვალურ კაბინეტში პრესისთვის დახურული შეხვედრის შემდეგ.პენსილვანიის გამზირზე გავიდა, რათა ათობით მხარდამჭერს მისალმებოდა.
ალ-შარაას მხარდამჭერებს ეჭირათ პლაკატები, რომლებზეც დატანილი იყო წარწერები კონგრესისადმი მოწოდებით სამუდამოდ გააუქმოს სანქციები, რომლებიც ტრამპის ადმინისტრაციამ დროებით შეაჩერა.