ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე თავისუფალია - გავრცელებული ინფორმაციით, მისი სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება. ინფორმაციას ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი ავრცელებს.
"ნინია გაათავისუფლეს. ხვალ მოუწყობენ სასამართლოს," - წერს გელა მთივლიშვილი. 
სხვდასხვა წყაროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, დღეს დაკავებულებს შორის არიან ლეილა ცომაია, ირაკლი კალანდაძე, გურამ ქუხილავა, ნანა ჯაფარიძე და ანუკა გამსახურდია.
ისინი სავარაუდოდ, ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.