საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის ბრალდებით დაკავებულ 19 წლის მეი კალლი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პირდაპირ დარბაზიდან გათავისუფლდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი გელაშვილმა მიიღო.
19 წლის ორსულ ქალს უვადო პატიმრობა ემუქრებოდა.
ბელა მეი კალი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა. თუმცა, ის წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა დამნაშავედ. მას თავისუფლების აღკვეთა 5 თვისა და 24 დღის ვადით მიესაჯა, მას ეს დრო უკვე მოხდილი აქვს. როგორც "პირველების" კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, ბელა მეი კალის დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 500 000 ლარის ოდენობით.
ბელა მეი კალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. საქმის მასალების თანახმად, მას 12 კგ (26 ფუნტი) მარიხუანა და 2 კგ (4.4 ფუნტი) ჰაშიში აღმოაჩინეს. ბელა კალი ორსულობის 35-ე კვირაზეა.