თურქეთი მზადაა, უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში შუამავლის როლი შეასრულოს.
ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ანკარა მზადაა უმასპინძლოს ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდს და ლიდერების პოტენციურ სამიტს სტამბოლში.
„სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების სამმა რაუნდმა ხელშესახები შედეგები გამოიღო, მათ შორის მოხდა ტყვეების გაცვლა და მხარეებს შორის პირდაპირი დიალოგის აღდგენა. ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ დიპლომატია უკრაინაში კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარების ერთადერთ გზად რჩება“, - განაცხადა ფიდანმა.
დიპლომატის თქმით, თურქეთი გააგრძელებს მშვიდობის მისაღწევად დიპლომატიური ძალისხმევის მხარდაჭერას და მზადაა, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებისთვის საკუთარი პლატფორმა წარადგინოს.