შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოთანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1985 წელსდაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი გ.ყ. დააკავეს.
უწყების ცნობით, დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად პისტოლეტი, რევოლვერი და 28 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.